logo
ENG



მედიაკოალიცია: მზია ამაღლობელის შეუპოვრობაა 8 მარტის სიმბოლო

08 მარ 202518:19
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/08/9x2050torzqpken.png

"წლევანდელი 8 მარტი საქართველოში პირველი სინდისის პატიმარი ქალის, მზია ამაღლობელის მტკიცე სულისკვეთებით არის შთაგონებული", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ ქალთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"მზია განასახიერებს ქალებს, რომლებიც არ ნებდებიან და საკუთარი პრინციპების ერთგულებით, ჩაგვრასა და ძალადობასთან დაპირისპირების ისტორიას ქმნიან. 8 მარტი სოციალური ტრანსფორმაციის სიმბოლოა, რომელიც გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ურთიერთმხარდაჭერა და ერთსულოვნება იმ ქალების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პიროვნული თავისუფლების, სამართლიანობისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვის მძიმე ტვირთს", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.


close დახურვა