logo
ENG



ადვოკატთა ასოციაციის წევრების ნაწილი მარიამ კუბლაშვილს ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

16 ოქტ 201914:47
3 წუთის საკითხავი
 
ru83xz1kkl5qzf5.jpg

ადვოკატთა ასოციაციის წევრების ნაწილი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევასა და ადვოკატთა კორპუსის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება თამთა თოდაძის საქმეს, რომელიც დეპუტატ ილია ჯიშკარიანის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ჯიშკარიანის ინტერესების დამცველმა თამთა თოდაძე დებატებში გამოიწვია.

„როდესაც ადვოკატი სხვა პირს, მათ შორის სხვა ადვოკატებს, ღია დებატებში იწვევს, ირღვევა კოლეგიალობის პრინციპი. ჩვენი მოთხოვნაა ასოციაციამ შეაფასოს და განიხილოს ეს საკითხი. კონკრეტულად კუბლაშვილის შემთხვევაში ხომ არ ვლინდება ქმედება, რომელიც ჩვენც გვეხება," - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციაციის წევრმა ვასილ მამულაშვილმა.

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, კუბლაშვილმა დაზარალებულის, თამთა თოდუას დებატებში გამოწვევით ჩრდილი მიაყენა ადვოკატების პროფესიულ რეპუტაციას. ისინი მოუწოდებენ ასოციაციის თავმჯდომარეს გამოეხმაუროს კუბლაშვილის განცხადებებს და პროფესიულად შეაფასოს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატების მოთხოვნას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.  

თავად კუბლაშვილი "ფორმულასთან" სატელეფონო კომენტარის დროს აცხადებს, რომ ადვოკატები მის ხარჯზე რეკლამის გაკეთებას ცდილობენ და მათ კანონით დადგენილ ფარგლებში გასცემს პასუხს.

 


close დახურვა