logo
ENG



დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა

13 მარ 202521:17
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/13/xbbf83v2cti8a66.jpg

ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია Gucci-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

"მე ძალიან აღელვებული ვარ Gucci-ს ოჯახთან შეერთებით. ეს არის პატივი, რომ შევიტანო წვლილი იმ სახლში, რომელსაც ღრმა პატივისცემით ვეკიდები და დიდი ხანია ვაფასებ. მოუთმენლად ველი, სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ს გასაოცარი ისტორიის ახალი თავის დაწერას", - ნათქვამია დემნა გვასალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დემნა გვასალია, რომელიც 2015 წლიდან Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია, 6 ივლისს იქნება თავისი ბოლო კუტიური შოუს ხელმძღვანელი, მას შემდეგ კი გადაინაცვლებს იტალიის უმაღლესი ფუფუნების სახლთან სამუშაოდ.


close დახურვა