
ღამით, რუსეთი უკრაინას 90 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო თავდაცვა ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინულმა მხარემ 47 დრონი გაანადგურა, ხოლო 33 უპილოტო საფრენი აპარატი დაიკარგა.
47 დრონი ხარკივის, სუმის, პოლტავის ჩერკასის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, დონეცკისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები მილეროვოს, ბრიანსკის, შატალოვოს, პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდას მიმართულებებიდან გაუშვეს.