logo
ENG



თურქეთში სტამბოლის მერი დააკავეს

19 მარ 202510:46
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/19/bltx948ppl8zcto.png

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა. გამოძიებამ ის კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორმა 100-მდე ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

იმამოღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი და ოპოზიციონერი ლიდერია.

თურქეთის ხელისუფლებამ სტამბოლის გარშემო გზები დაკეტა და მომდევნო ოთხი დღით ქალაქში დემონსტრაციების ჩატარება აკრძალა.

გუშინ ექრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად, თურქეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება შეუზღუდა.


close დახურვა