logo
ENG



EU-ს სამიტის დასკვნა: რუსული აქტივები დარჩება გაყინული, სანამ რუსეთი ომს არ დაასრულებს

20 მარ 202520:49
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/20/8hjpjmfyolnbzou.png
20 მარტის სამიტი ბრიუსელში
Getty Images

დღეს, 20 მარტს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთმაუკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასრულების რეალური სურვილი უნდა გამოხატოს.

უნგრეთმა ამ შემთხვევაშიც უარი თქვა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტის ხელმოწერაზე.

„ევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს გამოიჩინოს რეალური პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინული რუსული აქტივები გაყინული უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს.

დასკვნაში მოხსენიებულია, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ მისასალმებელია, რომელშიც ასახული იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოთქმული სურვილი, ასევე შეერთებული შტატების მიერ დაზვერვის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლება.

ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უნდა მოიცავდეს ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, სამხედრო ტყვეების გაცვლის, მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებისა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებისკენ.

ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის დამატებითი სანქციების შემოღებითა და არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებით.

ასევე, დასკვნაში საუბარია უკრაინას რეგულარული ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მზაობაზე.

ამასთა, ხაზგასმით აღნიშნულია, ომის მიმდინარეობისას მრავალ დანაშაულში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა და აღიარებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, როგორც EuroPravda წერს, 20 მარტს ევროსაბჭოს სხდომაზე ევროკავშირის რამდენიმე ლიდერი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარების მომხრე იყო.


close დახურვა