logo
ENG



მაკრონის თქმით, რუსეთმა ოდესაზე თავდასხმით ისევ აჩვენა, რომ მშვიდობა გულწრფელად არ სურს

21 მარ 202517:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/21/ud1s9njsgpk4t5h.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა X-ზე ოდესაზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთს მშვოდობა გულწრფელად არ სურს.

"რუსეთმა წუხელ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გულწრფელად არ სურს მშვიდობა. სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის", - თქვა მაკრონმა.

21 მარტს, დილით, რუსეთმა დრონებით ოდესის ოლქს შეუტია. 

უკრაინის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, რუსული თავდასხმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა.

ასევე, უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. 

სამაშველო სამსახურის თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, დაიწვა სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები და მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა.


close დახურვა