logo
ENG



პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 2 მოქალაქე დააკავა

28 მარ 202518:06
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/28/5xocyt3j9a5lauf.png

პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩაზე, საპროტესტო აქციაზე, დაუმორჩილებლობის ბრალდებით ორი მოქალაქე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მომიტინგეები საპროტესტო ბანერების გაშლას ცდილობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებული დემონსტრანტები.

რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.

ამასთან, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პარლამენტის შენობიდან გამოსულ გოგა ხაინდრავას, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომა იმართება. კომისიის თავმჯდომარეა "ქართული ოცნების" წევრი თეა წულუკიანი. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე დღესვე დაიკითხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.


close დახურვა