logo
ENG



საზმაუს საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

03 აპრ 202514:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/03/bfysgchv4apeqrk.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 6 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარე აქამდეც ვასილ მაღლაფერიძე იყო.

პირველად ის 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს. მას სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი და 3 წლის ვადით აირჩიეს თანამდებობაზე. მანამდე, იგი პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრად აირჩიეს, სადაც ქართულმა ოცნებამ წარადგინა კანდიდატად.

 


close დახურვა