logo
ENG



ნორვეგიის საგარეო: საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტები შემაშფოთებელია

03 აპრ 202519:33
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/03/bqgegpclhu2kgmo.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით შეშფოთებულია.

"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით, მათ შორის უცხოური აგენტების კანონითა და ინიციატივებით, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საშუალებას იძლევა.

ეს ზღუდავს ქართულ დემოკრატიას, რადგან ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას, ანგრევს სამოქალაქო სივრცეს და პოლიტიკურ პლურალიზმს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა