logo
ENG



აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

07 აპრ 202521:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/07/zem09wfh7tsfvpd.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიები წერენ, რომ ყველაზე მეტი დაღუპული ტენესის შტატშია. წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებშიც.

წყლის დონემ ელექტროსადგურსაც მიაღწია, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა, ელექტროენერგია გაეთიშა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ახლაც მიმდინარეობს. მოსალოდნელია მსხვერპლის ზრდა.  

 

 

close დახურვა