logo
ENG



რკინიგზა: ბათუმის სადგურის მიმდებარედ მატარებელი ბავშვს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

08 აპრ 202520:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/08/0vmnr57xz9qpq6a.jpg

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

"უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში. 

 


close დახურვა