logo
ENG



თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ გიორგი გახარია დაიბარა

10 აპრ 202511:13
3 წუთის საკითხავი
 

თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიამ პარტია საქართველოსთვის ლიდერი,  გიორგი გახარია დაიბარა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან",- თქვა თეა წულუკიანმა.

გიორგი გახარიას პარტიაში ადასტურებენ, რომ მას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე იბარებენ.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა გიორგი გახარია მის მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებულ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე მისვლას. პარტიაში ამბობენ, რომ ის საქართველოში არ იმყოფება.

"როგორც იცით, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა გიდასტურებთ, მის ოჯახში, კერძოდ, მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ გიორგი გახარია დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ეს არის მხოლოდ მისი გადასაწყვეტი, მივა თუ არა სხდომაზე. უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს", - თქვა ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ტატა ხვედელიანმა. 

ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.


close დახურვა