logo
ENG



მედია: ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის პოსტზე 6 მაისს აირჩევა

11 აპრ 202523:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/11/43muext0rhh29tk.png

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი, სავარაუდოდ, ქვეყნის კანცლერის პოსტს 6 მაისს დაიკავებს — ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

მერცის კანდიდატურას მხარს უჭერს როგორც კონსერვატორთა ბლოკი, ასევე მათ პარტნიორად ჩამოყალიბებული ცენტრისტულ-მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD). სწორედ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმების შედეგად განისაზღვრა არჩევნების თარიღიც.

 


close დახურვა