
მამუკა მდინარაძემ შს მინისტრის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ამ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
"არც კი ყოფილა საუბარი და არის ჭორი. [...] იმას რომ ჰკადრებთ ნებისმიერ ადამიანს, მე კი არა, რომ ჯერ თქვენთვის არ უცნობებიათ ამ ცვლილების შესახებო, ანუ, მონასაც კი არ ეუბნებოდნენ ამას, რომ მის ბედს ისე წყვეტდნენ, რომ მან არც კი იცოდა. ამას კადრულობთ და ამიტომ ხართ უზრდელი. [...] ეს არის უდიდესი მდაბიოობა და უზრდელობა, გოიმობა ამავდროულად. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრობას, ეს არის თქვენს მიერ განვრცობილი ჭორი, რომელსაც მეტი განვრცობა არ ექნება, რადგან არც კი გვქონია ამასთან დაკავშირებით საუბარი. [...]
ვერ გადავალ, პირდაპირ გეუბნებით, ვახო გომელაური, რომ არ იყოს, ჯერერთი ჩემი მეგობარია და პროფესიონალი ადამიანი, იმხელა საქმე მაქვს ახლა მე, იმდენი ცალკე პარტიაში, ცალკე პარლამენტში, რომ იყოს მსგავსი საკითხი აღმასრულებელ ორგანოში დღეს ალბათ, შეიძლება ვერც კი მოვახერხო გადმოსვლა. აი, თეორიაში მოგყვებით. [...] მართლა, ალბათ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა რაღაცა მაქვს დაკისრებული. [...] იმხელა ფუნქციები
მაქვს დაკისრებული, როგორც პარლამენტში ასევე პარტიაში, რომ დღეს ამ არჩევნების წინ წარმოუდგენელი ამბავია" - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციაზე მის შს მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, "დროების" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია და მას ამ პოსტზე არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლებს