logo
ENG



საზღვარზე გაყინულ ქათამში სალმონელა გამოვლინდა, ბატატის 70% საკვებად უვარგისი იყო - RS

17 აპრ 202512:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/17/osjd387uotx8eer.jpg

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილ ქათმის გაყინულ ხორცსა და ტკბილ კარტოფილში (ბატატი) დარღვევები გამოვლინდა.

მათი ცნობით, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.

ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.


close დახურვა