logo
ENG



ინდოეთში ტერორისტებმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, მოკლულია 26 ადამიანი

22 აპრ 202521:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/22/clh5mr98dgi0o4s.png

ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი სულ მცირე 10-ს შეადგენს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე მყოფი ტურისტები ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მათი მისამართით სროლა დაიწყეს.

თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ. ამ ეტაპზე, რეგიონში, მათი დაკავების მიზნით, ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.


close დახურვა