logo
ENG



კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

24 აპრ 202522:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/24/no73g51z7rg5bg8.jpg

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებით, 24 აპრილის ღამეს, კიევზე რუსული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ხოლო 90 ადამიანი დაშავდა.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ 31 ადამიანი საავადმყოფოში რჩება და სამაშველო ოპერაცია ნანგრევებში ჩარჩენილი მსხვერპლის გამოსაყვანად მიმდინარეობს.

კლიჩკოს თქმით,დაშავებულებს შორის 6 ბავშვი და 1 ორსული ქალია.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთმა თავდასხმის დრონები, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების სერია 24 აპრილს ადგილობრივი დროით 01:00 საათზე მოხდა, ხოლო განმეორებითი აფეთქებების ხმა, მოგვიანებით ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე გაისმა.


close დახურვა