logo
ENG



გორში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

28 აპრ 202511:02
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/28/90d8d5ko4qxk3fg.png

გორის წმინდაწყლის უბანში ორ ადამიანს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე პირი კი დაჭრილია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ქართლის ამბები" ავრცელებს.

შემთხვევის დეტალები ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსროლელი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა