logo
ENG



ოცნება: 7 მაისს ჩატარდება ყრილობა, ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, განახლდება პოლიტსაბჭო

30 აპრ 202514:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/30/7k4goscca9hbs33.jpg

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 7 მაისს ჩატარდება პარტიის ყრილობა, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება.

"ქართული ოცნების გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება", - ვკითხულობთ ოცნების განცხადებაში. 

25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. 


close დახურვა