logo
ENG



საგანგებო: მტკვარში ოპერაციის დროს კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ - ქალის და კაცის

15 მაი 202510:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/15/sxlz1mkn7gv1ta4.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრების ძებნა-შველის ოპერაციის დროს, კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

საგანგებოს თანახმად, ნაპოვნია კაცისა და ქალის ცხედრები, რომლებიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა.

ოქტაი ქაზუმოვი წერს, რომ აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ. 


close დახურვა