logo
ENG



გერმანიის საელჩო: მადლობა იმ ქართველებს, რომლებმაც ბათუმში ინციდენტისას ელჩს მხარი დაუჭირეს

20 მაი 202520:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/20/yclbbrlrmndfdra.png

გერმანიის საელჩო ბათუმში 18 მაისს მომხდარ ინციდენტს ფორმულასთან ეხმაურება. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა ბათუმში საქართველოში გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საელჩომ ფორმულას განუცხადა, რომ ინციდენტს შეესწრნენ ადგილობრივები, რომლებმაც "ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს" და ქოჩიაშვილი ადგილიდან განარიდეს.

"საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - უპასუხეს ფორმულას გერმანიის საელჩოში.


close დახურვა