logo
ENG



კამერების დაზიანებისთვის დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

02 ივნ 202513:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/02/zvfd36u475oa81y.png
პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლილი მსხილაძემ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ორივე მათგანი 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების გამო იყო დაკავებული. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებდნენ და ზარალის ანაზღაურებასაც აპირებდნენ, თუმცა, თვეობით ლოდინის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა.

მოსამართლის განმარტებით, ქვეყანაში „სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები სისტემატური ხასიათის გახდა“, რაც გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა.

მუმლაძეს და ხუტაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა