logo
ENG



გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე

04 ივნ 202509:40
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/04/nvh7z348b0z9vm1.jpg

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივნისს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო“, რომელსაც მხარი 107 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის — მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად — თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ქონებრივი უფლებების პატივისცემა, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე მუშაობის საჭიროება და საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში მშვიდობის დამყარებისკენ მოწოდება.

 


close დახურვა