logo
ENG



NCDC-ის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

06 ივნ 202510:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/06/gp4stovvakdft5c.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. 

ირაკლი ფურცელაძე თანამშრომლებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. 

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ "ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს".

ირაკლი ფურცელაძე მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა. 2011 წლიდან - 2014 წლამდე იყო ავერსი-ფარმა-ში სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალფას.


close დახურვა