logo
ENG



ბოკერია: რაც ამ საკითხზე ვიხილეთ, სახიფათო ნიშანია, რომ საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე

09 ივნ 202520:29
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/09/r5jzt6jedslky66.jpg

რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტებისთვის საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება - კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა.

რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შსს-სგან, ის, რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა - ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ძალაუფლების მქონე პირთაგან ოპონენტების ასეთი ამაზრზენი მეთოდებით დევნა.


close დახურვა