logo
ENG



ნინო წილოსანზე Facebook-პოსტის გამო სასამართლოში ანა სუბელიანი დაიბარეს

11 ივნ 202520:10
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/11/dqkp3k84u6pjugf.jpg

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, ნინო წილოსანის "შეურაცხყოფის" საბაბით აქტივისტი ანა სუბელიანი სასამართლოში დაიბარეს.

ანა სუბელიანი სასამართლოში ნინო წილოსანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამოა დაბარებული. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. მას ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის. 


close დახურვა