logo
ENG



მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს

11 ივნ 202520:15
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/11/02ofmsjp6e28e8d.jpg

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე სასამართლოში TV პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკიაც დაიბარეს. 

ვიკა ბუკია სასამართლოში 15:00-ზეა დაბარებული. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 ივნისს სასამართლოში ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. მას ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო უჩივის. 

ასევე, ხვალ სასამართლოში დაბარებულია აქტივისტი ანა სუბელიანიც. ანა სუბელიანი სასამართლოში ნინო წილოსანზე დაწერილი Facebook-პოსტის გამოა დაბარებული. 


close დახურვა