
ატოცში განვითარებულ მოვლენებს „ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკა რომელიც „ოცნების" მთავრობას" საკითხთან დაკავშირებით აქვს, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, ვინაიდან ის საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდროდ არ თანამშრომლობს.
ეს განცხადება გიორგი ვაშაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მათ „სტრატეგია აღმაშენებელი" წარუდგინა.
"აღმშენებლობა, აღმშენებლობა და ისევ აღმშენებლობა - ეს არის იდეა, რომლის გარშემოც შევქმენით „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს არის ქვეყნის განვითარების ინოვაციური გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 80 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ ინდუსტრიული პარკების მეშვეობით, რა უნდა გავაკეთოთ ჯანდაცვაში იმისათვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ, როგორ გავაიაფოთ წამლის ფასი 40%-ით, როგორ ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალური გეგმა. ეს არის კონკრეტული გეგმები, რომლსაც ჩვენ წარვადგენთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ვისაუბრებთ ახალგაზრდებთან, რომლებიც უნდა იყვნენ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებლები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.