logo
ENG



ელენე ხოშტარია FACEBOOK-პოსტის გამო 4000 ლარით დაჯარიმდა

19 ივნ 202510:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/19/63t4cpqw7q5icdz.png

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. პროცესს არც თავად პოლიტიკოსი და არც მისი ადვოკატი დასწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხოშტარიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173⁻16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავებოდა, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას განსაზღვრავს.


close დახურვა