logo
ENG



მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

20 ივნ 202514:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/20/5n952tni99ftuur.png
IPN

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას, სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მელია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყლის შესხმისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაკავებულია.

საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომას უკავშირდება. პროკურატურა განმარტავს, რომ მელიას მიმართ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზეა წარდგენილი, რაც ორი წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართავს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.


close დახურვა