logo
ENG



ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

23 ივნ 202510:43
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

მისივე გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა.

სასამართლო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა.

ამის შემდეგ პოლიტიკოსი 22 მაისს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააკავეს.


close დახურვა