logo
ENG



საფრანგეთში სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

26 ივნ 202514:08
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/26/nuj0di413dsxobp.png

საფრანგეთში ბოლო ორი დღის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა სერიოზული ზარალი მიაყენა. სამხრეთში, ტულუზის მახლობლად, ქარის მიერ წაქცეულმა ხემ 12 წლის ბიჭი იმსხვერპლა, ჩრდილო-დასავლეთში კი წაქცეულ ხეს შეჯახების შედეგად კვადროციკლის მძღოლი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ხოლო პარიზში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მეტროსადგური. უამინდობის გამო დროებით შეჩერდა პარლამენტის სხდომაც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში 2 500-ზე მეტი ზარი შევიდა. 26 ივნისის დილის მონაცემებით, 100 ათას აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.


close დახურვა