logo
ENG



მარნეულში არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს

11 ივლ 202523:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/11/df1gg135p1pdgeh.jpeg

მარნეულის სოფელ ზემო ყულარში არასრულწლოვანს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენეს.

მოზარდი, ამ დროისთვის, მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა