logo
ENG



თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა

15 ივლ 202500:43
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/15/ivui6fdtwgf6isq.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა.

საბოლოო ჯამში, შემთხვევას 2 ადამიანის, ქალისა და კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1 დაშავებული ქალი კლინიკაშია გადაყვანილი - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა