logo
ENG



ბათუმში კაცი ჩაცხრილეს

18 ივლ 202515:09
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში კაცი ჩაცხრილეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, კაცს  5 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა