logo
ENG



აუსტრევიჩუსი: საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ

07 აგვ 202513:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/07/sqex1abx4938cnt.jpg

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც როლი ითამაშეს საქართველოს პოლიტიკური კურსის ანტიდემოკრატიულ ცვლილებაში, პასუხი უნდა აგონ.

"ქართველ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციელზე სავარაუდო თავდასხმისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს არადემოკრატიულ, არაევროპულ, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიულ კურსზე პასუხისმგებელმა პირებმა შესაბამისი შედეგები უნდა მიიღონ. განცხადებების გაკეთების დრო დასრულდა", - წერს აუსტრევიჩუსი. 


close დახურვა