logo
ENG



ალასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრას ლავროვიც დაესწრება

13 აგვ 202514:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/13/dbr5p03lh1gj0y6.jpg

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს, ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.

ეს ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ფადეევმა გაავრცელა.

მან განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საშუალებას იძლევა, რომ მსჯელობის დროს ყურადღება გაამახვილონ ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაგროვილ ყველა საკითხზე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გამართავენ.

ამ შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტზე გაესაურება.


close დახურვა