logo
ENG



აჭარის ტელევიზიის დირექტორმა პოსტი დატოვა

19 აგვ 202515:34
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/19/y1exwxs77ip196a.jpg

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ვლადიმერ ტატიშვილმა პოსტი დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე გახდა ცნობილი.

მისი განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ წაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ დირექტორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ეკატერინე შაინიძე შეასრულებს.

ტატიშვილს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ნოემბერი ეწურებოდა.


close დახურვა