logo
ENG



შსს: ბათუმში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4 პირი დავაკავეთ

29 აგვ 202518:20
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ბათუმში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე 4 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 2008 წელს დაბადებული ნ.ვ., 2011 წელს დაბადებული უ.ჩ., 2009 წელს დაბადებული ს.კ. და 2008 წელს დაბადებული დ.გ. 

უწყების ცნობით, დაკავებულებმა 2 პირზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი მიიმალნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა