logo
ENG



ქაშიბაძე: ლოტკინზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დამწვარია სხეულის 48%

24 სექ 202512:06
3 წუთის საკითხავი
 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს დილით ლოტკინზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანის მდგომარეობა სერიოზულია და ის, ამ დროისთვის, რეანიმაციაში იმყოფება.

მისი თქმით, დაშავებულს სხეულის 48% აქვს დამწვარი.

"დამწვრობა აქვს 48%. ეს არის სახე, ზემო კიდურები, გულ-მკერდი და ზურგის ნაწილი. აქვს სასუნთქის გზების დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციაში. სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად აქვს მიღებული დაზიანებები. მდგომარეობა არის სერიოზული", - განაცხადა ქაშიბაძემ.

წუხელ თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა.

არსებული ცნობით, აფეთქდა 2 კომერციული ფართი და 1 საცხოვრებელი ბინა.

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) და 240-ე პრიმა ( ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა