logo
ENG



სუს: ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან

27 სექ 202519:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/27/ejb1ryx29bhj9gy.jpeg

"ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან", - ასე უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას კითხვას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან გატაცებული 4 არასრულწლოვანის შესახებ. 

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს. 

ფორმულასთან ერთ-ერთი გატაცებულის მამამ ბესო სიდამონიძემ თქვა, მათი ასაკი 10 წელს არ აღემატება.

მისივე თქმით, არასრულწლოვნების გატაცების შესახებ ინფორმაცია ორმა მოაზრდმა მიაწოდა, რომლებმაც საოკუპაციო ხაზიდან გამოქცევა მოახერხეს.


close დახურვა