თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა.
როგორც ფორმულას სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მეტროსადგურები ახმეტელი და სარაჯიშვილი დროებით დაკეტილია.
მატარებლები მეტროსადგური ვარკეთილიდან გურამიშვილის მიმართულებით და პირიქით მოძრაობენ. სატრანსპორტო სამსახურის ცნობითვე, ტექნიკური ხარვეზი დროებითია.
