logo
ENG



ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

13 ოქტ 202514:32
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/13/71l07o8m6lmtu57.png

ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. 38-მა ავტობუსმა უკვე გადაკვეთა ღაზის საზღვარი

შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა სულ ტერორიზმში ბრალდებული 250 პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს, მათგან 135-ის საზღვარგარეთ დეპორტაცია მოხდება, ხოლო 14 აღმოსავლეთ იერუსალიმში, სახლში დაბრუნდება. დანარჩენი 100-მდე პირი კი სწორედ იმ ავტობუსებში იმყოფება რომლებიც რამალასკენ მიემართებიან.

პატიმრების გარდა, ისრაელმა ასევე უნდა გაათავისუფლოს ღაზაში დაკავებული 1700-მდე პირი, მათ შორის 22 არასრულწლოვანი. შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა უკვე დაიბრუნა „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული 20 მძევალი. გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემა კი მოგვიანებით მოხდება.


close დახურვა