logo
ENG



აქციაზე გასვლის გამო კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

15 ოქტ 202510:06
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.

"გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა", - წერია ოცნების მთავრობის განცხადებაში.

გუშინ, 14 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენი აქციის მონაწილეებს შეხვდა.


close დახურვა