ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
ამ წუთებში ის სასამართლოში გადაჰყავთ.
ქართული ოცნების პოლიციას დაკავებული ჰყავს ფორმულას კიდევ ორი ჟურნალისტი და წამყვანი - ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, გზის გადაკეტვის საბაბით. ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი, ქეთა ციცქიშვილს - 5.
