logo
ENG



WSJ: აშშ-მა უკრაინას შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა

22 ოქტ 202523:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/22/zyjqshy0ly24dse.jpg

The Wall Street Journal აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას არ აძლევდა.

აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს გააძლიერებს კიევის თავდასხმას რუსეთში არსებულ სამიზნეებზე და გაზრდის ზეწოლას კრემლზე.

WSJ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო მდივნისგან პიტ ჰეგსეტისგან ასეთი დარტყმების კოორდინაციის უფლებამოსილების გადაცემას აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარსარდლისთვის - ალექსუს გრინკევიჩისთვისმ რომელიც ასევე ხელმძღვანელობს NATO-ს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა, თუმცა, WSJ-სთან ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები ახლა სწორედ Storm Shadow-ის შორი მოქმედების რაკეტებით განახორციელოს.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მოხსნილი შეზღუდვა, როდესაც რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. საუბარია 22 ოქტომბერს უკრაინის მიერ რუსულ ენერგოობიექტებზე Storm Shadow-ის რაკეტებით იერიშზე.


close დახურვა