ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს ისრაელის სამხედროებს ღაზაზე „დაუყოვნებელი და მძლავრი“ დარტყმების განხორციელების ბრძანება მისცა.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასი აშშ-ის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
"უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ სამხედრო ეშელონს ღაზის სექტორში დაუყოვნებელი, მძლავრი დარტყმების განხორციელება დაავალა,“ — ნათქვამია პრემიერმინისტრის ოფისის მოკლე განცხადებაში.
ამასთანავე აშშ-ს ეცნობა ღაზაში დარტყმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, განუცხადა CNN-ს აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სამხედრო საქმეებში ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ჰამასი თავს დაესხა ისრაელელ სამხედროებს ე.წ. ყვითელი ხაზის აღმოსავლეთით ტერიტორიაზე, რომელიც ღაზას დანარჩენი ტერიტორიისგან გამოყოფს.
თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჰამასი „მძიმე საფასურს“ გადაიხდის ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის და დაამატა, რომ ისრაელი „დიდი ძალით“ უპასუხებს.
მანამდე, სამშაბათს, ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ჰამასმა „აშკარად დაარღვია“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც ისრაელს გადასცა ნეშტი, რომელიც არ ეკუთვნოდა ანკლავში დაკარგული 13 მძევლიდან არც ერთს.
ცნობისთვის,
ცნობისთვის, ისრაელმა და ჰამასმა სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას ხელი 9 ოქტომბერს მოაწერეს.
ხოლო ღაზის სამშვიდობო დეკლარიაციას ხელი ოთხმა ქვეყანამ - აშშ-მა, თურქეთმა, კატარმა და ეგვიპტემ 13 ოქტომბერს მოაწერეს.
