logo
ENG



აშშ-მა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

30 ოქტ 202519:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/30/cz2290w34jhvukx.png

ჩინეთმა ოფიციალურად დაამტკიცა TikTok-ის გადაცემის შეთანხმება - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესი უახლოეს კვირებსა და თვეებში გაგრძელდება, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

„კუალა ლუმპურში ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას TikTok-ის გადაცემასთან დაკავშირებით ჩინეთის მხარის თანხმობის მიღების შემდეგ. ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს კვირებში და თვეებში წინ წაიწევს და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტას,“ - თქვა ბესენტმა Fox Business Network-თან ინტერვიუში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის შეხვედრის შემდეგ ჩაწერეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, TikTok-ის ამერიკული აქტივები, სავარაუდოდ, ამერიკელი ინვესტორების დაქვემდებარებაში მყოფ ახალ კომპანიას გადაეცემა, ხოლო ჩინური „ბაით დენსის“ წილი 20%-ზე ნაკლები იქნება.

 


close დახურვა