კარიბის ზღვაში აშშ-ის სამხედრო ძალების გააქტიურების ფონზე, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ რუსეთს, ჩინეთს და ირანს სამხედრო დახმარებისთვის მიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post აშშ-ის მთავრობის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მადუროს მოთხოვნები მოსკოვისადმი გადმოცემული იყო წერილში, რომელიც რუსეთის მმართველ ვლადიმერ პუტინისთვის, „მაღალი რანგის თანაშემწეს“ უნდა გადაეცა.
დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ მადურომ მისწერა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და მოითხოვა ორ ქვეყანას შორის „გაფართოებული სამხედრო თანამშრომლობა“, რათა დაუპირისპირდეს „აშშ-სა და ვენესუელას შორის ესკალაციას“.
Thw Washington Post-ის ცნობით, დოკუმენტები ასევე ცხადყოფს, რომ ტრანსპორტის მინისტრმა რამონ სელესტინო ველასკესმა ცოტა ხნის წინ კოორდინაცია გაუწია ირანიდან სამხედრო აღჭურვილობისა და დრონების მიწოდების და ამასთან, გეგმავდა ქვეყანაში ვიზიტს.
დოკუმენტების მიხედვით, მან ირანელ ოფიციალურ პირს განუცხადა, რომ ვენესუელას სჭირდებოდა „პასიური აღმოჩენის მოწყობილობა“, „GPS სიგნალის ჩამხშობები“ და „თითქმის 1000 კმ მანძილზე მოქმედი დრონები“.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ვაშინგტონმა შეარჩია, ვენესუელაში ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული რომელ ობიექტებზე განახორციელებს იერიშს.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ დრონალდ ტრამპს სახმელეთო თავდასხმების ბრძანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ოფიციალური პირების თქმით, პოტენციური საჰაერო კამპანია ფოკუსირებული იქნება იმ სამიზნეებზე, რომლებიც კვეთაშია ნარკობანდებისა და მადუროს რეჟიმთან.
